ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში
суббота, 9 июня 2018 г.
1.პროექტის სახელი - XVIII საუკუნის შემოქმედთა საფლავები.
2.პროექტის მოკლე აღწერა - მოსწავლეები გაეცნობიან ამ საუკუნის შემოქმედთა ბიოგრაფიებს
და იმ ეპოქას, რომელშიც მათ უხდებოდათ მოღვაწეობა.
3.პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები
კარგად გაეცნობიან XVIII საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობას, ამასთან მიმართებით
გაიაზრებენ შემოქმედთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას და იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რამ
განაპირობა მათი უცხოეთში ყოფნა და გარდაცვალება. ისინი დაიყოფიან ჯგუფებად, აირჩევენ
ამა თუ იმ მწერალსა თუ პოეტს, დაგეგმავენ, როგორ და სად მოიპოვებენ მათზე სიღრმისეულ
ინფორმაციას, რომელსაც შემდეგ დაახარისხებენ.
4.მონაწილეთა ასაკი-14-15 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა-2თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში - ინფორმაციის მოძიება,
კვლევა, პრეზენტაცია მოპოვებული მასალისა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას-XVIII საუკუნის მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა სრულყოფილი
ბიოგრაფიები.
8.სარგებელი სხვებისთვის-როგორც
კონკრეტულ კლასში, ისე სხვა კლასებში სიღრმისეული ცოდნა ექნებათ არა მარტო XVIII საუკუნის მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებზე,
არამედ ეცოდინებათ ის მიზეზებიც, რამაც გამოიწვია მათი უცხოეთში დაკრძალვა.
9.სამუშაო ენა-ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი-ისტორიასთან,
გეოგრაფიასთან.
11.პროექტის ფასილიტატორი-ოლღა
ნადარეიშვილი
12.ფასილიტატორის ელფოსტა-olikonada@gmail.com
суббота, 2 июня 2018 г.
3-2-1 სტრატეგია
3 რამ, რაც დამამახსოვრდა ტრენინგზე:
1.ინტერაქტიული რესურსების გამოყენება.
2. გაკვეთილის თემაზე მორგებული პრეზენტაციის შექმნა.
3.ბლოგის შექმნა.
2 შეკითხვა, რომელზეც მინდა, მივიღო პასუხი:
1.როგორ ამოვიღოთ ბლოგიდან კონკრეტული მასალა ,,ფლეშკაზე."
2.ბლოგში მასალის სწრაფი მოძიების ტექნიკას როგორ დავეუფლო.
1 ნებისმიერი სახის კომენტარი
ვისწავლე ისტი როგორ გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში.
ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნის გათვალისწინებული შედეგის მიღწევაში. იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციის განვითარებასა, ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
-
ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნის გათვალისწინებული შედეგის მიღწევაში. იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკა...
